სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!!!
01.03.2011

262

 

2011 წლის 12 თებერვლიდან ძალაშია „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანება.  წლიური გეგმის, კორექტირებული წლიური გეგმის, კვარტალური ან/და  წლიური ანგარიშის წარმოდგენა სააგენტოში უნდა მოხდეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. აღნიშნული წესის შესაბამისად, ანგარიშგების მიზნით არ გამოიყენება  „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულებით დამტკიცებული დანართი N4 და დანართი N3 და გაუქმებულია ტენდერის ოპერატიული ანგარიშის სააგენტოში წარდგენის ვალდებულება.