სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ!!!
18.01.2011

238

 

„სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“ დებულების 25-ე და 26-ე მუხლების მიმართ 2010 წლის 31 დეკემბერს განხორციელებულ იქნა ცვლილებები. ცვლილების შესაბამისად, განსაკუთრებულ შემთხვევებში, შესაძლებელია ხელშეკრულების სავალდებულო პირობები დადგინდეს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ასევე აღნიშნული ცვლილებით ხელშეკრულების შესრულების კონტროლის მიზნით ინსპექტირების ჯგუფის შექმნა შესაძლებელია როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომელთაგან, აგრეთვე სხვა პირთაგან.