სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ! ცვლილება სამართლებრივ აქტში.
14.09.2011

466

 

2011 წლის 15 სექტემბრიდან ძალაში შედისგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ წესისმე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერის უშედეგოდ დასრულების შედეგად ხორციელდება გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული გამარტივებული შესყიდვა, შემსყიდველმა ორგანიზაციამ გამარტივებული შესყიდვა უნდა განახორციელოს შემდეგი პრინციპების დაცვით:

  • შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი არ უნდა აღემატებოდეს ტენდერით განსაზღვრულ  ერთეულის ფასს;
  • მიმწოდებლის გამოცდილება და სხვა პერსონალური მახასიათებლები (წლიური ბრუნვა, დასაქმებულთა რაოდენობა და სხვ.) არ უნდა იყოს უარესი/უფრო მცირე, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები;
  • შესყიდვის ობიექტის ხარისხობრივი, თვისობრივი ან სხვაგვარი მონაცემები არ უნდა იყოს უარესი/უფრო მცირე, ვიდრე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ანალოგიური მონაცემები.