სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველ ორგანიზაციათა საყურადღებოდ
17.07.2012

865

 

2012 წლის 12 ივლისიდან სავალდებულო გახდა სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის დაგეგმვისას და განხორციელებისას შესაბამის სამუშაოებზე ზედნადები ხარჯის და გეგმიური მოგების დადგენილი პროცენტული ზღვარის დაცვა.

 სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებსაქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის №1-1/1463  ბრძანება სამშენებლო სამუშაოების სავარაუდო ღირებულების დასადგენად აწესებს:

  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში საერთო სამშენებლო სამუშაოებზე ზედნადები ხარჯების ზღვრულ ოდენობას არა უმეტეს 10%-ით.
  • გეგმურ მოგებას ყველა სახის სამუშაოებისათვის არაუმეტეს 8%-ით.

    დაწვრილებითი ინფომაციისათვის იხილეთ ბრძანების სრული ტექსტი შემდეგ ბმულზე: http://procurement.gov.ge/