სიახლეები/განცხადებები   შერჩევა-შეფასების პროცედურები და წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის ვადები შეიცვალა
06.09.2012

933

 

2012 წლის 6 სექტემბრიდან ახლებურად რეგულირდება შემდეგი საკითხები:

  • ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების საჭიროების შემთხვევაში, სატენდერო კომისია ვალდებულია ზუსტად მიუთითოს პრეტენდენტს ხარჯთაღრიცხვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ.
  • ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა ხდება ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო;
  • თუ დაზუსტებას საჭიროებს მხოლოდ ხარჯთაღრიცხვა, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის გამო;
  • იმ შემთხვევაში, როდესაც სატენდერო დოკუმენტაცია არ შეიცავდა პრეტენდენტის მიერ საკვალიფიკაციო მონაცემების წარმოდგენის მოთხოვნას, ხარჯთაღრიცხვის დაზუსტების მოთხოვნა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოთხოვნასთან და ხელშეკრულების დასადებად მოწვევასთან ერთად. ასეთ შემთხვევაში, ხარჯთაღრიცხვის დაუზუსტებლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადებაზე უარის თქმის გამო;

ელექტრონული გარანტიების ვადები შეიცვალა და შემდეგნაირად განისაზღვრა:

  • გამარტივებული ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში - 120 კალენდარული დღე;
  • ელექტრონული ტენდერის შემთხვევაში - 160 კალენდარული დღე;
  • ელექტრონული გარანტიის საბანკო პლასტიკური ბარათიდან გადახდის შემთხვევაში - შესაბამისი ტენდერისათვის საბოლოო სტატუსის მინიჭებამდე.