სიახლეები/განცხადებები   შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შენახვის ვადების ცვლილება!
09.12.2011

540

 

2011 წლის 10 დეკემბრიდან შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდვასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის შენახვა 6 წლის განმავლობაში (ნაცვლად 3 წლისა), ხოლო გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში – ხელშეკრულების მოქმედების ვადის დასრულებიდან 3 წლის განმავლობაში (ნაცვლად ერთი წლისა).  

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ შესაბამისი ცვლილება  შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://matsne.gov.ge