სიახლეები/განცხადებები   შეტყობინებები ტენდერში განხორციელებული მოქმედებების შესახებ
09.08.2013

1326

 

გაცნობებთ, რომ დღეიდან ჩაირთო SMS შეტყობინებების სერვისი. შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლები, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები ასევე მიმწოდებლები, შიდა შეტყობინებასთან ერთად დამატებით SMS–ის მეშვეობით მიიღებენ ინფორმაციას მათ ტენდერებში განხორციელებული ცვლილებების შესახებ. კერძოდ, აღნიშნულ ტენდერებში დასმული შეკითხვების და მათზე პასუხების, ტენდერში მიღებული დისკვალიფიკაციის, ტენდერში მიმწოდებლის ან შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ატვირთული დოკუმენტის შესახებ.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2013 წლის 9 ივლისიდან სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული მომხმარებლები, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციები ასევე მიმწოდებლები, შიდა შეტყობინების მეშვეობით იღებენ ინფორმაციას მათ ტენდერებში განხორციელებული ზემოაღნიშნული ცვლილებების შესახებ.

ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ SMS–ის მეშვეობით შეტყობინება გაეგზავნება თითოეული შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის სახელით რეგისტრირებულ არაუმეტეს 3 მომხმარებელს, მათ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებულ მობილურ ტელეფონის ნომრებზე.

SMS შეტყობინებების სერვისის ჩართვასთან დაკავშირებით ინსტრუქცია იხილეთ ქვემოთ მითითებულ ბმულზე: http://procurement.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=67