სიახლეები/განცხადებები   შეხვედრა სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან
12.01.2015
  
 

































2015 წლის 9 იანვარს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივით გაიმართა საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა სამინისტროებისა და სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ღონისძიების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების ინფორმირება და ამ მიზნით მათი წინადადებების განხილვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, თავდაცვის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, ფინანსთა, განათლებისა და მეცნიერების, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროების, ქ. თბილისის მერიის, ეკონომიკური საბჭოს, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
პრეზენტაცია, რომელიც დამსწრეთ წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსმა იურისტმა ნოდარ ხერხეულიძემ, ეხებოდა  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებულ „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში“ ცვლილებების შეტანას, უფრო კონკრეტულად კი, შერჩევა/შეფასების ზოგიერთი პროცედურის კონკრეტული ვადის დადგენას, სახელდობრ, ცვლილებების პროექტის მიხედვით, დგინდება ტექნიკური დოკუმენტაციის შერჩევა/შეფასების დაწყების ვადა, დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის შეფასების ვადა, განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის ნიმუშისა და მისი ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის წესები და ვადები; წესდება საკვალიფიკაციო მონაცემების შეფასების ვადა; კონკრეტდება ხელშეკრულების გაფორმების ვადები და სხვ.
სამინისტროებისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ პრეზენტაციის სახით წარმოდგენილი ცვლილებები.

2.JPG


ნათია ლომაურიძე, აქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: მისასალმებელია აღნიშნული ცვლილებების გატარება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში. გავეცანი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს პრეზენტაციას შესყიდვების კანონომდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებებია და ეს არა მხოლოდ ჩვენ, შემსყიდველებს, არამედ ბიზნესსაც შეუწყობს ხელს.
 
ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ასეთი შეხვედრებისათვის, რადგან  ყოველივე ეს მიმართულია სამინისტროების და უწყებების გამართული მუშაობისკენ. ცვლილებები, რაც დაგეგმილია შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში, ხელს შეუწყობს სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის და პროცედურების დახვეწას.
 
თენგიზ ნასარიძე, თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა მსგავსი შეხვედრების პრაქტიკის დანერგვის დადებით მხარეებს და აღნიშნა: ძალიან სასარგებლო პრაქტიკაა და მივესალმები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინიციატივებს საკანონმდებლო ბაზის დახვეწისკენ - ასეთ ფორმატში პრაქტიკოსებთან კონსულტაციები და შეხვედრები, აზრთა გაზიარება და ამ გზით კანონმდებლობის დახვეწა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და მზად ვართ შემდგომი თანამშრომლობისთვის.