სიახლეები/განცხადებები   შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან
19.09.2014

1726

 

19 სექტემბერს სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ გამართა საინფორმაციო შეხვედრა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ბიზნესსექტორისა და  საქართველოში აკრედიტებული უცხოური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

შეხვედრის მიზანი იყო სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით ბიზნეს საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პოპულარიზაცია და კერძო სექტორის დაინტერესება.

მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა კერძო სექტორს საკმაოდ კარგ შესაძლებლობას აძლევს  საკუთარი ბიზნესარეალის გაფართოებისათვის, დღეისათვის ბიზნესსექტორის ჩართულობა საჯარო შესყიდვებში ჯერ კიდევ არ არის მაღალი.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან რაზმაძემ  შეხვედრის მონაწილეებს გააცნო სახელმწიფო შესყიდვების სფეროში საქართველოს მთავრობისა და სააგენტოს ინიციატივები. გაკეთდა პრეზენტაციები სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის, წესებისა და რეგულაციების,  ელექტრონული შესყიდვების სისტემისა და პროცედურების შესახებ; აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია.