სიახლეები/განცხადებები   წინასწარი შეტყობინება ელექტრონული ტენდერის გამოცხადების თაობაზე!
13.10.2011

494

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო 2011 წლის ნოემბრის თვის დასაწყისში გეგმავს  სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით ელექტრონული ტენდერის გამოცხადებას.

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება მიიღოს მონაწილოება აღნიშნულ ტენდერში.

ელექტრონული ტენდერი მიზნად ისახავს საუკეთესო ხარისხის სამშენებლო სამუშაოების ჩატარებას. პროექტი სამუშაოების ჩამონათვალით ითვალისწინებს არსებული შენობისა და ტერიტორიის რეკონსტრუქციას.

სამშენებლო სამუშაოები უნდა შესრულდეს სააგენტოს ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს . თბილისში, რიჩარდ ჰოლდბრუკის  (ყოფილი ბაღდათის) ქუჩა N8–ში.

არსებული შენობა შედგება 3 (სამი) სართულისაგან, რომლის საერთო ფართი შეადგენს 2100 კვ.. სარემონტოსამუშაოები ითვალისწინებს შენობის გამაგრების, შიდა ინტერიერის და გარე ფასადის რეკონსტრუქციის სამუშაოებს, მათ შორის ელ. გაყვანილობის, სანტექნიკის, გათბობის და ვენტილაციის მონტაჟის სამუშაოებს. სამშენებლო სამუშაოები ასევე მოიცავს ტერიტორიის (ეზოს) კეთილმოწყობას.

სამუშაოთა სავარაუდო ღირებულება დაახლოებით 850 000 ლარი იქნება, ხოლო შესრულების ვადებისავარაუდოდ 6–8 თვე.

დამატებითი ინფორმაცია გამოქვეყნებული იქნება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.