სიახლეები/განცხადებები   ხელშეკრულების დადების ვადის ცვლილება
14.05.2012

785

 

2012 წლის 11 მაისს ძალაში შევიდაგამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებსახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზეკონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2012 წლის 11 მაისის N4 ბრძანება, რომლის  შედეგად შეიცვალა ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მინიმალური ვადები.

ცვლილებები შეეხო გამარჯვებულ პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების გარანტიის წარმოდგენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მინიმალურ ვადებსეს ვადა არ შეიძლება იყოს სამ სამუშაო დღეზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ხუთ სამუშაო დღეს.

ტენდერის მეშვეობით დადებული ხელშეკრულების სისტემაში ატვირთვის ვადა შეიცვალა, და მსგავსად გამარტივებული შესყიდვის შედეგად დადებული ხელშეკრულების შემთხვევისა, გახდა 10 დღე. შესაბამისად, ხელშეკრულება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არა უგვიანეს 10 დღისა.