სიახლეები/განცხადებები   ხშირად დასმული შეკითხვები
26.01.2012

584

 

2012 წლის 26 იანვრიდან კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ხშირად დასმული შეკითხვების ჩამონათვალი. აღნიშნული ჩამონათვალი მოიცავს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენების პროცესში მომხმარებლების (შემსყიდველი ორგანიზაციები და მიმწოდებლები) მიერ ყველაზე ხშირად დასმულ შეკითხვებს და მათზე პასუხებს. ჩამონათვალში განხილულია ისეთი საკითხები, როგორიცაა, სისტემაში ახალი მომხმარებლის რეგისტრაცია, სისტემაში შესასვლელი მომხმარებლის სახელის ან/და პაროლის დაკარგვა, შემსყიდველი ორგანიზაციის/მიმწოდებლის სახელის/დასახელების ან/და საიდენტიფიკაციო კოდის შეცვლა და სხვ.

ხშირად დასმული შეკითხვების ჩამონათვალი მომავალში პერიოდულად განახლდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შემდგომი განვითარების პარალელურად, სისტემის მომხმარებელთა დაინტერესების გათვალისწინებით.