სიახლეები/განცხადებები   ​დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
05.06.2015
    
 
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას საარქივო თარო – „სტელაჟების”   შესყიდვის მიზნით.
შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში N1.
 
აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 10 ივნისისა, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
  • მოსაწოდებელი საქონლის დასახელება;
  • მწარმოებელი, წარმოშობის ქვეყანა;
  • ერთეულის ფასი;
  • მთლიანი ღირებულება;
  • მოწოდების პირობები და ვადა.
  • საგარანტიო ვადა
 
 
შესაბამისი ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: kkharadze@ssa.gov.ge ან წერილობით წარადგინოთ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში (თბილისი, წერეთლის გამზ. N144).
 
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.