სიახლეები/განცხადებები   საჯარო შესყიდვების ელექტრონულ სისტემებზე საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა
05.10.2017
  
 
1.jpg

2-4 ოქტომბერს  თბილისში „აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის საერთაშორისო ფორუმი - საჯარო შესყიდვების თანამედროვე ელექტრონული სისტემები“ ჩატარდა. თბილისს, ძირითადად აზიის რეგიონის ქვეყნებიდან, 100 კაციანი დელეგაცია ეწვია. ფორუმის მთავარი ორგანიზატორი იყო აზიის განვითარების ბანკი და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, თანამონაწილე - მსოფლიო ბანკი. ფორუმზე ძირითადი განსახილველი თემატიკა მიეძღვნა ელექტრონული საჯარო და სამთავრობო შესყიდვების მოწინავე პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, მოდერნიზებისა და სრულყოფის საკითხებს.
ღონისძიება გახსნეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძემ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ. ფორუმს ასევე ესწრებოდა აზიის განვითარების ბანკის ოპერაციისა და ფინანსური მენეჯმენტის გენერალური დირექტორი რისა ტენგი.
ფორუმის ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კორეის საჯარო შესყიდვების უწყებას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 
მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან რაზმაძემ და კორეის საჯარო შესყიდვების უწყების ხელმძღვანელმა ჩუნ სუპ პარკიმ. 

მემორანდუმი გულისხმობს ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას, სამომავლო პარტნიორობას და გამოცდილების გაზიარებას.