სიახლეები/განცხადებები   ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის
12.10.2015
  
 
ტრენინგები ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი ტრენინგების XII ნაკადის 55 მსმენელს მასპინძლობს.

2015 წლის 12 ოქტომბერს დაიწყო და 27 ოქტომბრამდე გასტანს ტრენინგები „სახელმწიფო შესყიდვების კურსში“, რომელიც განკუთვნილია  ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების, შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურების სპეციალისტებისათვის; ასევე, საქართველოს მუნიციპალიტეტების ორაგანოების მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის,
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დაფინანსებული ტრენინგების კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს ან შესყიდვების მონიტორინგს და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლების პროცესი მიმდინარეობს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში, სადაც შექმნილია სწავლებისათვის კომფორტული გარემო და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ტრენინგს უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
სწავლების დასრულებისას მსმენელებს ჩაუტარდებათ ტესტირება, გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატი, დაურიგდებათ სახელმძღვანელოები და მეხსიერების ბარათები.
მსმენელთათვის ტრენინგები უფასოა.