სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
17.03.2016
  
 
2016 წლის  22 მარტს, 18:30 საათიდან 21:00 საათამდე, ტექნიკურმა  სამუშაოებმა  შესაძლოა გამოიწვიოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამართული ფუნქციონირების შეფერხება.  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ აღნიშნული ინფორმაცია და რაციონალურად გადაანაწილოთ დრო სისტემაში განსახორციელებელი სამუშაოებისათვის, რაც თავიდან აგაცილებთ შესაძლო პრობლემებს. შეგახსენებთ, რომ მითითებულ დროს არცერთ ტენდერში არ არის დაგეგმილი ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო წინასწარ გიხდით ბოდიშს