სიახლეები/განცხადებები   2012 წლის 1 იანვრიდან კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო შეიქმნა
06.01.2012

565

 

საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 19 დეკემბრის N 829 ბრძანებულების საფუძველზე მოხდა კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის სააგენტოსა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაერთიანება და მათ ბაზაზე 2012 წლის 1 იანვრიდან შეიქმნა დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდი­ული პირიკონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.

სახელმწიფო შესყიდვების სფეროს რეგულირების გარდა, ახალი სააგენტოს ფუნქციებს დაემატა თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა და მათი დარღვევის პრევენცია და აღკვეთა, ასევე ბაზრის ლიბერალიზაციის ხელშეწყობა.  ახალი სააგენტოს შექმნის საფუძველი გახდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე (DCFTA) მოლაპარაკებების დაწყების ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული კონკურენციის პოლიტიკის სტრატეგია.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს უხელმძღვანელებს ტატო ურჯუმელაშვილი.