სიახლეები/განცხადებები   2013 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდ
26.12.2012

1044

 

2013 წელს ნავთობპროდუქციის (საწვავის) სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერებში (CON130000001, CON130000002, CON130000003, CON130000004, CON130000005, CON130000006) 2012 წლის 25 დეკემბერს გაიმართა ელექტრონული ვაჭრობა.

აღსანიშნავია, რომ კონსოლიდირებული ტენდერი საქართველოში პირველად გამოცხადდა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, რითაც უზრუნველყოფილ იქნა  სატენდერო პროცედურების მაქსიმალური გამჭვირვალობა და თანაბარი პირობები ყველა მონაწილისათვის. მიმწოდებლებს შორის მაღალი კონკურენციის შედეგად, დაფიქსირდა უპრეცედენტოდ დიდი ფასდაკლება 1 ლიტრი საწვავის შესაბამის მარკებზე:

1. კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000001) ბენზინი პრემიუმის (ოქტანობა არანაკლებ 95, არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 1 ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირებულ იქნა შპს ,,ლუკოილ ჯორჯია" მიერ 1.84 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდაოთხი თეთრი).

2. კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000002) ბენზინი სუპერის (ოქტანობა არანაკლებ 98, არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 1 ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირებულ იქნა შპს ,,ლუკოილ ჯორჯია"–ს მიერ 1.91 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი).

3. კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000003) დიზელის (PPM 50–ზე ნაკლები,  არანაკლებ EURO 4-ის სტანდარტის შესაბამისი) 1 ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირებულ იქნა შპს ,,ლუკოილ ჯორჯია"–ს მიერ1.93 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდაცამეტი თეთრი).

4.  კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000005) ბენზინი რეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 91, არანაკლებ EURO 3-ის სტანდარტის შესაბამისი) 1 ლიტრზე ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირებულ იქნა შპს ,,რომპეტროლ საქართველო“–ს მიერ 1.85 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდახუთი თეთრი).

5. კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000006) ბენზინი რეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 91) 1 ლიტრზე საბოლოო ფასი დაფიქსირებულ იქნა სს ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“–ს მიერ –  1.91 ლარი (ერთი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი.)

6. დიზელის (PPM 50 და მეტი) კონსოლიდირებულ ტენდერში (CON130000004) სატენდერო წინადადებები არ იქნა წარდგენილი.

კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად საწვავის შესყიდვა შესაძლებელი გახდება მას შემდეგ, რაც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსდება ინფორმაცია სატენდერო კომისიის მიერ გამარჯვებული მიმწოდებლების გამოვლენის თაობაზე.