სიახლეები/განცხადებები   მოწვევა წინადადებების წარმოდგენაზე
17.04.2015
    
 
გაცნობებთ, რომ ქ. თბილისის მერია ატარებს ბაზრის კვლევას ქ. თბილისში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით. შესყიდვის ობიექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მოცემულია დანართში.

      დაინტერესების შემთხვევაში არა უგვიანეს 2015 წლის 22 აპრილისა, გთხოვთ წარმოგვიდგინოთ თქვენი წინადადებები (სრულყოფილად შევსებული ხარჯთაღრიცხვა) შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: procurement@tbilisi.gov.ge
     
      წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.