სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
27.05.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
 
2016 წლის 8 ივნისს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მესამე შეხვედრა ბიზნესმენებთან -  სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან!

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს ვთხოვთ, არაუგვიანეს 6 ივნისისა, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით, ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.
შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებულმა მიმწოდებლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარესთან შემდეგი, რიგით IV შეხვედრა, გაიმართება 22 ივნისს, კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებთან.
ინფორმაცია დაგეგმილი შეხვედრების შესახებ წინასწარ განთავსდება სააგენტოს ვებგვერდზე, გავრცელდება მედიისა და სოციალური ქსელის საშუალებით.