სიახლეები/განცხადებები   მეოთხე შეხვედრა ბიზნესმენებთან
22.06.2016
  
 
კომპიუტერული ტექნიკის, სახარჯი მასალებისა და მოწყობილობების, საოფისე ტექნიკის მიმწოდებელ ორგანიზაციებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე 2016 წლის 22 ივნისს სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში შეხვდა. ეს  ბიზნესმენებთან უკვე რიგით მეოთხე შეხვედრა იყო და მას ოცამდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სააგენტოს თავმჯდომარემ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე მიმწოდებლებს უახლოეს დროში დაგეგმილი სიახლეები გააცნო, ისაუბრა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში  განხორციელებული ცვლილებებზე, შესყიდვის ახალი საშუალებებისა და ახალი ელექტრონული სერვისების შესახებ.

შეხვედრაზე მიმწოდებელმა ორგანიზაციებმა საკუთარი წინადადებები და მოსაზრებები გააცნეს სააგენტოს თავმჯდომარეს. ბიზნესმენების აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია ხარისხისა და ფასის შესაბამისობის პრობლემა. შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ ასეთი ხასიათის შეხვედრები პოზიტიურია.
 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით, შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან კონკრეტული სფეროებისა და სეგმენტების მიხედვით, ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.