სიახლეები/განცხადებები   OECD-ის მისია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში
22.06.2016
  
 

2016 წლის 21 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით საქართველოში იმყოფებოდა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) შემფასებელი მისია. საქართველოს მხრიდან მისიას იუსტიციის სამინისტრო მასპინძლობდა.
OECD-ის მისია 2016 წელს სახელმწიფოთა შეფასების მეოთხე რაუნდს ახორციელებს, რომელიც გულისხმობს კორუფციის შეფასებას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში, სახელმწიფო შესყიდვებში, პროკურატურის და სასამართლო სიტემის მიმართებით და სხვ. საბოლოო დოკუმენტის მომზადებამდე შეფასების მისია საქართველოს კორუფციის კუთხით არსებული ვითარების გასაცნობად ეწვია.
21 და 22 ივნისს უცხოელი ექსპერტები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ეწვივნენ და გამართეს შეხვედრების ციკლი საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის, განხორციელებული და სამომავლო რეფორმების, ანტიკორუფციული გარემოს შეფასებისა და  ანალიზის საკითხებზე.
OECD-ის ექსპერტების ვიზიტის მიზანი ქართული კანონმდებლობის შეფასება და ანტიკორუფციულ სტანდარტებთან მათი შესაბამისობის მონიტორინგი იყო.