სიახლეები/განცხადებები   საჯარო დისკუსია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით!
28.06.2016
   
 
2016 წლის 29 ივნისს, 10:30 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი-ინში“ გაიმართება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ორგანიზებული საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების,  სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლები. ღონისძიება იმართება USAID-ის „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) პროექტთან თანამშრომლობით.

შეხვედრის მთავარი თემაა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ კანონმდებლობაში  განხორციელებული ცვლილებები, შესყიდვის ახალი საშუალებებისა და ახალი ელექტრონული სერვისების მიმოხილვა.