სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
20.03.2017
   
 
გაცნობებთ,  რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან ერთად უახლოეს მომავალში გეგმავს A4 ფორმატის „A“ ტიპის ერთფუნქციური და “B” ტიპის მრავალფუქნციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერებისა და მათთვის საჭირო ორიგინალი კარტრიჯების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელებას.
ზემოაღნიშნული კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის მიზნით, აუცილებელია მოკლვლეულ იქნეს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან მოთხოვნა  01.04.2017 - 01.04.2018 პერიოდის განმავლობაში შესასყიდ A4 ფორმატის „A“ და „B“ ტიპის შავ-თეთრი ლაზერული პრინტერების და შესასყიდი ლაზერული პრინტერებისათვის საჭირო კარტრიჯების რაოდენობაზე.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ინფორმაციას და ინსტრუქციის შესაბამისად, წარმოადგინოთ გეგმა კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის - CTD.SPA.GE მეშვეობით არაუგვიანეს ამა წლის 26 მარტისა.
A4 ფორმატის შავ-თეთრი პრინტერი შესაძლებელია დაიყოს ორ ძირითად ტიპად:
ა) A4 ლაზერული პრინტერი, რომელსაც აქვს მხოლოდ ბეჭდვის ფუნქცია (მაგალითად:  HP P1102, Canon 6030, Xerox 3020 ან მსგავსი, A ტიპი)
printer_row_1.jpg
 
ბ) A4 მრავალფუნქციური ლაზერული პრინტერი, რომელსაც ბეჭდვის გარდა აქვს სკანერის ან/და ქსეროქსის ფუნქცია (მაგალითად:  HP MFP M127fn, Canon MF216n, WorkCentre 3225 ან მსგავსი, B ტიპი)

printer_row_2.jpg

გამომდინარე იქიდან, რომ კონსოლიდირებული ტენდერები გამოცხადდება მხოლოდ ზემოაღნიშნული ორი ტიპის პრინტერების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
გთხოვთ, ctd.spa.ge სისტემის მეშვეობით, წარმოგვიდგინოთ შემდეგი ინფორმაცია:
  1. რა რაოდენობის კარტრიჯების (რესურსების მიხედვით - 1500, 2300, 5000 და 10000 გვერდის ბეჭდვის რესურსი) შესყიდვას გეგმავთ კონსოლიდირებული ტენდერით შესასყიდ „A“ და „B“ ტიპის პრინტერებისათვის 01.04.2017 - 01.04.2018 პერიოდის განმავლობაში.
  2. რა რაოდენობის „A“ ტიპისა და „B“ ტიპის (ცალ-ცალკე) პრინტერების შესყიდვას გეგმავთ 01.04.2017 - 01.04.2018 პერიოდის განმავლობაში.
 
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პრინტერის ან რესურსის მქონე კარტრიჯის შესყიდვა არ გაქვთ გეგმით გათვალისწინებული, გთხოვთ შესაბამის ველებში მიუთითოთ „0“.
 
როგორც თქვენთვის ცნობილია, ახალ პრინტერს ხშირ შემთხვევაში თან მოყვება 1 ცალი ორიგინალი კარტრიჯი. გთხოვთ, კარტრიჯების რაოდენობის დათვლისას აღნიშნული არ გამოაკლოთ და რაოდენობა მიუთითოთ პირველი ორიგინალი კარტრიჯის ჩათვლით.
გაითვალისწინეთ, რომ სახელმწიფო შესყიდვის მიზნით არ ჩატარდება ფერადი პრინტერების, ჭავლური  პრინტერებისა და განსხვავებული ფორმატის პრინტერების (მაგ: A3, A2, A1) კონსოლიდირებული ტენდერები. მსგავსი ტიპის პროდუქტის შესყიდვა, უწინდებურად, განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებს გარეთ, სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად.