სიახლეები/განცხადებები   გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებელ ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
31.03.2017
  
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ბიზნესმენებთან შეხვედრების ფორმატს ცვლის. აქამდე არსებული, თვეში ორჯერ დაგეგმილი შეხვედრები ახალ სამუშაო ფორმატში გადადის, რომლის მიხედვითაც, ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებით პრეტენზიების მქონე ბიზნესმენების კონკრეტული შემთხვევების (ქეისები) განხილვა შეხვედრაზე შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად მოხდება. ასეთი ფორმატი ბიზნესმენებთან სააგენტოს ურთიერთობებს კიდევ უფრო ეფექტიანს და საქმიანს გახდის. რაც შეეხება შეხვედრების პერიოდულობას, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სააგენტო დამატებით გაავრცელებს.

ახალი ფორმატით ბიზნესმენებთან შეხვედრა 12 აპრილს 11 საათზე ჩატარდება და
მოწვეულები იქნებიან გასანათებელი მოწყობილობებისა და ელექტრონათურების მიმწოდებლები, ასევე კონკრეტული შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 10 აპრილამდე დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს მარტა ქარუმიძეს, ნომერზე: 599585688 ან ელექტრონულ ფოსტაზე mkarumidze@spa.ge და წერილობითი ფორმით წარუდგინონ კონკრეტული ტენდერის ჩატარებასთან დაკავშირებული პრეტენზიები.