სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
24.09.2018
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს №446 დადგენილების საფუძველზე 2019 წლის 1 იანვრიდან - 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში  ავტოსატრანსპორტო საშუალებების კონსოლიდირებული ტენდერების მეშვეობით შესყიდვის მიზნით, ხორციელდება მოსამზადებელი ღონისძიებები.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით,  გთხოვთ, არაუგვიანეს 2018 წლის 1 ოქტომბრისა, კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილების გათვალისწინებით მოგვაწოდოთ იმ მსუბუქი ავტომობილების შესახებ ინფორმაცია რომლის  შესყიდვის განხორციელებასაც გეგმავთ 2019 წელს.

იმ მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილების შესახებ ინფორმაცია, რომელთა შეძენაც იგეგმება თქვენს მიერ 2019 წელს და რომელთა შესყიდვაც არ არის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით (ოპერატიული) გთხოვთ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით Nkochiashvili@spa.ge აღნიშნულ ელექტრონულ ფოსტაში მითითებული უნდა იყოს ავტომობილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია და მათი მინიმალური ტექნიკური მოთხოვნები.

წარმოდგენილი გეგმების აგრეგირებისა და გაანალიზების საფუძველზე შემდგომში გაცნობებთ იმ ავტომობილების ჩამონათვალსა და პირობებს რომელთა ტექნიკური მომსახურების გაწევაც განხორციელდება კონსოლიდირებული ტენდერების ფარგლებში. 

გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში სათანადოდ შეავსოთ კონსოლიდირებული ტენდერების  მენეჯმენტის   სისტემაში  ctd.spa.ge  მოცემული ველები. 


დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ცხელი ხაზი: +322 248 48 22
ნიკოლოზ ქოჩიაშვილი 596 117 117