სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „RSP-40“
05.05.2017
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „RSP-40“ 
შპს „RSP-40“

ს/კ: 202364832 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2017 წლის 12 აპრილს წარმოდგენილ იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 11 აპრილის №12-01171013427 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3623), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „RSP-40“-ის (ს/კ: 202364832) მიერ SPA140027055 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საფუძველზე დადებული 2014 წლის 12 დეკემბრის №2.1/30/444-1 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.
ამასთან, დამატებით გაცნობებთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 თებერვლის №2 „თეთრი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-11 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირება ან გაფრთხილება წარმოადგენს მისი თეთრ სიაში რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლებს.
განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.