სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „ბელა“
25.05.2016
  
 
 შპს „ბელა“
ს/კ: 424612360
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2016 წლის 3 მაისს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2016 წლის 28 აპრილის №MES81600465115 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №3698), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „ბელას“ (ს/კ: 424612360) მიერ SPA150019730 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2015 წლის 1 სექტემბრის №162/03/203 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.


განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: 
info@procurement.gov.ge.