სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგები დაიწყო
25.01.2016
   
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ტრენინგები დაიწყო
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრში 25 იანვარს დაიწყო და 5 თებერვლამდე გაგრძელდება ტრენინგები თემაზე „სახელმწიფო შესყიდვების კურსი“. აღნიშნული კურსი განკუთვნილია საქართველოს მუნიციპალიტეტების ორგანოების, მათ მიერ დაფუძნებული და მათ მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (ააიპ-ების, შპს-ების და სხვ.) შესყიდვების კუთხით დასაქმებული სპეციალისტებისათვის.
სააგენტოს მიერ შემოთავაზებული კურსი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს და სურს კვალიფიკაციის ამაღლება.
სწავლებას უძღვებიან სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, სწავლების მრავალწლიანი გამოცდილებით.
სწავლების დაწყებამდე მსმენელებს უტარდებათ პრეტესტირება, დასასრულს კი, აგრეთვე, შესაბამისი ტესტირების შემდეგ, გადაეცემათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.
სწავლებას გაივლის 56 სპეციალისტი.
ტრენინგებს აფინანსებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სასწავლო ცენტრი 2014 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა და დღემდე გადამზადდა სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესსექტორში სახელმწიფო შესყიდვების კუთხით დასაქმებული 641 მსმენელი.