სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
28.10.2015
   
 
 2015 წლის 1 ნოემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“.
 
ყველა შემსყიდველმა ორგანიზაციამ, რომელსაც სურს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან უნდა შეათანხმოს გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება. გამარტივებული შესყიდვის შესახებ გადაწყვეტილება სააგენტოსთან თანხმდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, სპეციალური მოდულის გამოყენებით.
 
ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვა უნდა იყოს დასაბუთებული, კერძოდ, უნდა დასტურდებოდეს გამარტივებული შესყიდვის ჩატარების საფუძველი და მომართვის ამ საფუძვლისთვის დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა. შემსყიდველი ორგანიზაციის მომართვის საფუძვლიანობა და მისი დადგენილ კრიტერიუმებთან შესაბამისობა შემოწმდება ამ წესის დანართით განსაზღვრული კითხვარით, რომელიც გენერირებულ იქნება სისტემის SMP მოდულში. საგულისხმოა, რომ სააგენტო, მისთვის მიმართვიდან არაუმეტეს სამი სამუშაო დღის ვადაში, იღებს გადაწყვეტილებას, სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებაზე თანხმობის გაცემის ან თანხმობაზე უარის თქმის შესახებ.
 
გასათვალისწინებელია, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას მხოლოდ სააგენტოს მიერ თანხმობის გაცემის შემდეგ აქვს  უფლება, გააფორმოს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, ზემოხსენებული ბრძანების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით შესყიდვის განხორციელებისას.
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გამოთქვამს მზადყოფნას, დაინტერესებულ პირებს გაუწიოს სათანადო კონსულტაცია. დამატებითი შეკითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სააგენტოს ცხელ ხაზს.

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების მოდულის (SMP) მომხმარებლის სახელმძღვანელო