სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „BIZOL GEORGIA“
30.10.2015
   
 
შპს „BIZOL GEORGIA“;
ს/კ: 404912546 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2015 წლის 2 ოქტომბერს წარმოდგენილ იქნა შპს „თბილსერვის ჯგუფის“ 2015 წლის 1 ოქტომბრის №2/2659 წერილი, რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „BIZOL GEORGIA“-ის (ს/კ: 404912546) მიერ SPA150005843 გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების საფუძველზე დადებული 2015 წლის 10 მარტის №4256-30-097 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე: ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8; ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@procurement.gov.ge.