სიახლეები/განცხადებები   DFID-ს დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის განხორციელებით ახალი პროექტი დაიწყება
29.02.2016
  
 
DFID-ს დაფინანსებითა და მსოფლიო ბანკის განხორციელებით
ახალი პროექტი დაიწყება
 
2016 წლის 29 თებერვალს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გაიმართა შეხვედრა მსოფლიო ბანკისა (World Bank Group) და გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (DFID) მაღალი რანგის პირებთან. მისიის შემადგენლობაში იყვნენ ბატონი ადრიან ფოზარდი - მსოფლიო ბანკის სახელმწიფო მმართველობისა და საჯარო სექტორის მენეჯერი, ქალბატონი მედიჰა აგარი - მსოფლიო ბანკის სახელმწიფო სექტორის მართვის სპეციალისტი,  ქალბატონი ჯული რეინსი - საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს პირველი პოლიტიკური მდივანი, ბატონი ვატო ხავთასი -  საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს კომერციული ოფიცერი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მხრიდან შეხვედრას უძღვებოდნენ სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი დიმიტრი გულისაშვილი.
dfid.jpg
შეხვედრის თემა DFID-ის დაფინანსებით მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების  პროექტის განხორციელების საკითხები იყო. აღნიშნული საერთაშორისო ინსტიტუციების ინიციატივით, შეიქმნა ახალი სატრასტო ფონდი „კარგი მმართველობისათვის“ (Good Governance), რომლის დახმარებით პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია ხუთ ქვეყანაში - საქართველო, ბოსნია და ჰერცოგოვინა, მოლდოვა, სერბეთი და უკრაინა.
საქართველოში უახლოესი ერთი-ორი წლის განმავლობაში განხორციელდება ექვს კომპონენტიანი პროექტი  სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შემდგომი რეფორმირებისა და მოდერნიზებისათვის.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დღეს მოლაპარაკებათა ბოლო დასკვნითი რაუნდი გაიმართა.