სიახლეები/განცხადებები   შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენელთან
04.03.2016
   
 
შეხვედრა GIZ-ის წარმომადგენელთან
 
დღეს, 4 მარტს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფისში, თავმჯდომარის მოადგილე კახა დემეტრაშვილი და ექსპერტ-ანალიტიკოსი ალექსანდრე ჩხიკვიშვილი შეხვდნენ გერმანიის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (GIZ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პროგრამების დირექტორს ქალბატონ მერი შეფერს.
უცხოელმა სტუმარმა დაათვალიერა სააგენტოს შენობა, გაეცნო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მარეგულირებელ კანონმდებლობას და პროცედურებს, სასწავლო ცენტრის საქმიანობას და სამომავლო გეგმებს.
შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და GIZ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და დაისახა შემდგომი ნაბიჯები.