სიახლეები/განცხადებები   მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვიათარების პროექტის მართვის საკონსულტაციო მომსახურე
19.11.2015
     
 
შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება
მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვიათარების პროექტის მართვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა
PP06-A4/GEP/CS/QCBS/04
 
2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (“Millennium Challenge Corporation- MCC”) და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა 140 მილიონიან აშშ დოლარის ოდენობის  მეორე კომპაქტს (the “Compact”), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.
 
საქართველოს მთავრობამ შექმნა, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (“MCA-Georgia”), რომლის  მეშვეობითაც გეგმავს კომპაქტის განხორციელებას.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველო აცხადებს ტენდერს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მართვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე. საკონსულტაციო მომსახურების ძირითადი მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისთვის პროექტის განხორციელების პროცესში ტექნიკური მხარდაჭრის გაწევა, პროექტის დეტალური სამოქმედო გეგმის შემუშავებაში დახმარება, რეკომენდაციების მიცემა და პროგრამის ხარისხის მაკონტროლებელი მექანიზმების დანერგვა.
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გიწვევთ სატენდერო წინადადებების წარმოსადგენად. დეტალები საკონსულტაციო მომსახურების შესახებ მოცემულია ტექნიკურ დავალებაში. დაინტერესების შემთხვევაში, მოწვევა წინადადებების წარმოსადგენად (“RFP”) ღიაა ყველა უფლებამოსილი საკონსულტაციო კომპანიისათვის და პირისათვის („კონსულტანტები“). 
 
დაინტერესებულმა კონსულტანტებმა სრული სატენდერო დოკუმენტაციის მისაღებად და რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ელექტრონული ფოსტით, ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების მითითებით: 
 
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო
დიმიტრი ქემოკლიძე
შესყიდვების დირექტორი
ელ. ფოსტა: procurement@mcageorgia.ge
rgobejishvili@mcageorgia.ge 
 
სატენდერო წინადადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის 20 იანვარი, დღის 3:00 საათი, საქართველოს დროით (GMT+4). ამ დროის გასვლის შემდეგ მიღებული სატენდერო დოკუმენტაცია არ მიიღება და გაუხსნელად დაუბრუნდება გამომგზავნ კომპანიას. მონაწილეებმა დოკუმენტაციის გამოგზავნის შემთხვევაში, უნდა გაითვალისწინონ შესაძლო დაბრკოლებები რაც კურიერული მომსახურების დროს შესაძლებელია წარმოიშვას.