სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!
03.08.2016
  
 
სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენთა საყურადღებოდ!

2016 წლის 3 აგვისტოს, 11 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ. თბილისი, ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის №8) გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეშვიდე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვების პროდუქტების სფეროში დასაქმებულ მიმწოდებლებთან.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებს, ვთხოვთ, 1 აგვისტომდე, დაუკავშირდნენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს ეკა გაბადაძეს ნომერზე 577244454 ან ელექტრონულ ფოსტაზე: egabadadze@spa.ge

შეხვედრის მიზანია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეს ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებმა უშუალოდ მიაწოდონ ინფორმაცია კონკრეტულ ტენდერებზე, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული, მათი აზრით პრობლემური საკითხებისა და შესყიდვების სფეროში არსებული შესაძლო ხარვეზების შესახებ. აგრეთვე, წარმოადგინონ საკუთარი ხედვები, მოსაზრებები და პრობლემის გადაჭრის  წინადადებები.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ლევან რაზმაძის ინიციატივით,  შეხვედრები ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებთან ჩატარდება რეგულარულად, თვეში ორჯერ.