სიახლეები/განცხადებები   დაინტერესებულ პირთა საყურადღებოდ
06.03.2015
   
 
შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ატარებს ბაზრის კვლევას ესკალატორის ნაწილების შესყიდვის მიზნით.

შესყიდვის ობიექტის ჩამონათვალი და სავარაუდო ტექნიკური სპეციფიკაცია მოცემულია წინამდებარე განცხადების დანართში №1.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ, არა უგვიანეს 2015 წლის 10 მარტისა, წარმოგვიდგინოთ დანართში №1 მოცემული ცხრილი, რომელშიც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

• ერთეულის ღირებულება;
• საერთო ღირებულება;
• საგარანტიო ვადა.

აღნიშნული ინფორმაცია/მონაცემები შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: GDolidze@metro.ge და MSikharulidze@metro.ge ან წარადგინოთ შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ (ქ. თბილისი, ვაგზლის მოედანი №2). დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომრებზე 2 357777 (1616) ან 2 357777 (1610).
წინასწარ გიხდით მადლობას ბაზრის კვლევაში მონაწილეობისთვის.


მიბმული ფაილი