სიახლეები/განცხადებები   ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები
30.11.2015
  
 
ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს არჩევნები
 
2015 წლის 30 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს 3 (სამი) წევრის არჩევის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ჩატარდა არჩევნები, სადაც მოწვეულნი იყვნენ როგორც საბჭოს წევრობის კანდიდატთა წარმომდგენი ორგანიზაციები, ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ინფორმაცია გავრცელდა სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით.
სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრების არჩევა განხორციელდა ფარული კენჭისყრის საფუძველზე. არჩევნებში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები:
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია;
ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“;
ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი“;
ა(ა)იპ „ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI“;
ა(ა)იპ „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველო“;
ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბი“;
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“;
ა(ა)იპ „ახალგაზრდა ადვოკატები“.
ხმის მიცემის შედეგად სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრებად არჩეულ იქნენ შემდეგი კანდიდატები:
თინათინ კასრაძე - ა(ა)იპ „საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაციის“ იურისტი;
ნუცა თოხაძე - ა(ა)იპ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“-ს ანალიტიკოსი;
შოთა როსტომაშვილი - ა(ა)იპ „სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის“ იურისტი.