სიახლეები/განცხადებები   eCloud ტექნოლოგიის დანერგვა
11.12.2014

1937

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ კახა დემეტრაშვილმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სიახლეებზე ისაუბრა ფინანსთა სამინისტროს პრეზენტაციაზე, რომელიც 4 დეკემბერს სასტუმროქორთიარდ მერიოტში” შედგა.

ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის პრეზენტაცია საქართველოში  ახალი მომსახურების eCloud დანერგვას ეხებოდ.

 

როგორც კახა დემეტრაშვილმა აღნიშნა, ახალი eCloud ტექნოლოგია, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ დანერგა,    სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საქმიანობისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ამ სიახლე საშუალება მოგვცა საკუთარი სერვერული ინფრასტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის eCloud პლატფორმაზე განგვეთავსებინა და თავიდან აგვეცილებინა მნიშვნელოვანი ხარჯები მატერიალური და ადამიანური რესურსების კუთხით, რაც დაკავშირებული იყო ამ ინფრასტრუქტურის შექმნასთან, შენახვასა და მართვასთან.

კახა დემეტრაშვილი: ჩვენი საინფორმაციო-საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა, ჩვენი ელექტრონული სერვისები, თანამშრომელთა ელექტრონული ფოსტა, კიბერუსაფრთხოება... ამას ყველაფერს უზრუნველყოფს ფინანსთა სამინისტროს საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის მაღალკვალიფიციური პერსონალი ახალი ღრუბლოვანი ტექნოლოგიის დახმარებით. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო იყო ერთ-ერთი პირველი უწყება, რომელიც ჩაერთო eCloud ტექნოლოგიების დანერგვაში.