სიახლეები/განცხადებები   ინფორმაცია შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების 2013 წლის კონსოლიდირ
23.05.2013

1247

 

სტანდარტული პერსონალური კომპიუტერების 2013 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON130000019) შედეგად, გამარჯვებულად გამოვლინდა შ.პ.ს. "ალგორითმი" სატენდერო კომისიის 2013 წლის 21 მაისის N12 სხდომის ოქმის შესაბამისად. სტანდარტული პერსონალური კომპიუტერის (კომპლექტის) ერთეულის ფასი შეადგენს 709 ლარს.

შემსყიდველ ორგანიზაციებს შეუძლიათ მათთვის საჭირო რაოდენობის პერსონალური კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დადონ ზემოაღნიშნულ გამარჯვებულ მიმწოდებელთან კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესის მიხედვით.