სიახლეები/განცხადებები   საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
18.08.2017
  
 
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადება

1. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, მონაწილე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საქართველოში რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება ბოლო ერთი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies?IdCode=&IsAuthority=true&IsAuthority=fa lse&Name=) რეგისტრირებული საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ. ან აუდიტორების/აუდიტორული ფირმების სახელმწიფო რეესტრში (www.saras.gov.ge/ka/Register/RegisterAuditorCompanies) რეგისტრირებული აუდიტორული ფირმებიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები. 2. საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მის სისტემაში შემავალი და მართვაში არსებული სუბიექტების მიერ 2017 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვებისათვის გამოცხადებულ ყველა ტენდერში, რომლის სავარაუდო ღირებულება აღემატება 1 000 000 ლარს, მონაწილე სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი საზღვარგარეთ რეგისტრირებული მიმწოდებლების მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნა იქნება ბოლო ორი წლის აუდირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული უნდა იყოს: იმ საერთშორისო აუდიტური გაერთიანების წევრი კომპანიის მიერ, რომელსაც საქართველოში ყავს წევრი, წარმომადგენლობა ან ფილიალი და ეს უკანასკნელი რეგისტრირებულია საზოგადოებრივი დაინტერესების პირის (სდპ) ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უფლებამოსილი აუდიტორული ფირმების რეესტრში ან რომელსაც დაკმაყოფილებული აქვს ხარისხის კონტროლის მონიტორინგის მოთხოვნები“