სიახლეები/განცხადებები   კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრ
10.06.2015
   
 



                                                          


ა ნ ო ნ ს ი
 
კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებს იწყებს
 
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცდა „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“. კონკურსი სახელმწიფო შესყიდვების მნიშვნელოვან სეგმენტს მოიცავს და იგი სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალებაა, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები.
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ახალი წესი და პირობები ამოქმედდება 2015 წლის 1 ივლისიდან.
დანერგილი სიახლის გაცნობის მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო  „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (Open government Partnership – OGP) ფარგლებში, იწყებს შეხვედრების ციკლს შემსყიდველ ორგანიზაციებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. დაგეგმილია ხუთი შეხვედრა, რომელიც მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონის სახელმწიფო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან და შესყიდვების სპეციალისტებთან შეხვედრას.
კონკურსების იმპლემენტაციის მიზნით პირველი საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 12 ივნისს 15:00 სთ-ზე, ქ. ბათუმში.
შეხვედრას გაუძღვებიან და პრეზენტაციებს წარმოადგენენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.
სამი შეხვედრა გაიმართება თბილისში, 23, 24, 25 ივნისს 15:00 სთ-ზე, სააგენტოს შენობაში (რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. #8), ასევე, შემსყიდველ ორგანიზაციებთან შეხვედრა დაგეგმილია ქუთაისშიც, 27 ივნისს.
 
 
საკონტაქტო პირი:
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს
კომუნიკაციების მენეჯერი
ეკა გაბადაძე
Tel: +995 577 244454
Email: egabadadze@spa.ge