სიახლეები/განცხადებები   ნავთობპროდუქტების 2014 წლის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში საწვავის შემსყიდველი ორგანიზაციების ს
21.10.2014

1758

 

მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს, კვირას, 14:00 საათზე, შპს „ლუკოილ ჯორჯია“ გამართავს ტრეინინგს თემაზე:
 
აგაი სისტემის მართვა ინტერნეტის მეშვეობით

ტრეინინგზე დეტალურად იქნება განხილული და ნაჩვენები ყველა ოპერაცია, რომელის განხორციელებაც უზრუნველყოფს შემსყიდველების ავტომანქანებზე დაყენებული ჩიპების მართვას აგაი სისტემის მეშვეობით(ლიმიტის ტიპის დაწესება/ცვლილება, ლიმიტის რაოდენობის დაწესება/ცვლილება, მანქანების მიერ გახარჯული საწვავის რაოდენობის ნახვა და დაანგარიშება).

აღნიშნულ შეხვედრაზე ასევე საშუალება მოგეცემათ მიიღოთ პასუხი კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ თქვენთვის საინტერესო კითხვაზე.

დაინტერესებული ორგანიზაციის წარმომადგენლებს ვიწვევთ სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასი“-ს საკონფერენციო დარბაზში.
ყურადღება: ტრეინინგზე დაიშვება ორგანიზაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი.

მისამართი: თბილისი, თელავის ქუჩა 20 (ქეთევან წამებულის გამზირი)
სასტუმრო „შერატონ-მეტეხი პალასი“
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: 2380013, 2373878

 

ცხელი ხაზი: 577 323377