სიახლეები/განცხადებები   პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური და ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვა.
25.02.2015
      
 
აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ ფონდთან (The Global Fund to Fight AIDS, Tuberculosis and Malaria) გაფორმებული GEO-H-NCDC და GEO-T-NCDC ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „საქართველოში აივ/შიდსის პრევენციის მიზნით არსებული ეროვნული რეაგირების მხარდაჭერა, აივ/შიდსით დაავადებულთა სიცოცხლის მაჩვენებლების გაუმჯობესება მკურნალობისა და მოვლის ღონისძიებების გაძლიერების გზით“ და „ყველა ფორმის ტუბერკულოზის ხარისხიან დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობის“ პროგრამების ფარგლებში 2015 წლიდან სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დაგეგმილია პირველი რიგის ანტიტუბერკულოზური და ანტირეტროვირუსული მედიკამენტების შესყიდვა.
2015 წლამდე ორივე დაავადების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა ხორციელდებოდა ე.წ. გაერთიანებული შესყიდვის მექანიზმის PPM და IDA ფონდის მეშვეობით, რაც იძლეოდა მედიკამენტების ხარისხის და დაბალი ფასის მყარ გარანტიას.
2015 წლიდან სახელმწიფომ აიღო ვალდებულება პირველი რიგის არვ და ანტიტუბერკულოზური მედიკამენტების შესყიდვაზე, შესაბამისად ჩვენ დაინტერესებული ვართ მოვიძიოთ ადგილობრივი მომწოდებლები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღნიშნული მედიკამენტების მოწოდებას ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
ასევე, გლობალური ფონდის მოთხოვნების შესაბამისად, უნდა იყოს შენარჩუნებული მედიკამენტების მაღალი ხარისხი (შემოთავაზებული მედიკამენტი უნდა იყოს პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ (მიბმული ფაილები) და მისაღები ფასები.
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამების ფარგლებში სამომვალოდ კიდევ უფრო გაფართოვდება სახელმწიფოს თანამონაწილეობა, განსაკუთრებით მედიკამენტების შესყიდვის თვალსაზრისით და გავრცელდება მეორე რიგის მედიკამენტებზეც, შესაბამისად, ადგილობრივი მომწოდებლებისთვის, ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს ფარმაცევტული ბაზრის ეს სეგმენტიც.
გთხოვთ, 2015 წლის 20 მარტამდე, თანდართული ცხრილის (დანართი №1) შესაბამისად მოგვაწოდოთ ინფორმაცია, თქვენი ორგანიზაციის მიერ დანართში მითითებული მედიკამენტების (ან მისი ნაწილის) მოწოდების პირობების/ვადების და ერთეულის ფასის  შესახებ.
იხ. დანართი:
1. მედიკამენტების ნუსხა - 3 გვ (HIV მედიკამენტები 1 გვ. და TB მედიკამენტები 2 გვ.).
2. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული მედიკამენტების ნუსხა - HIV მედიკამენტები 12 გვ. და TB მედიკამენტები 4 გვ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ შემდეგ საკონტაქტო პირის: გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული აივ/შიდსის და ტუბერკულოზის პროგრამების მართვის ჯგუფის შესყიდვების მენეჯერს შალვა ბაღაშვილს. ტელეფონი: (995 32) 239 89 46 – შიდა (187).