სიახლეები/განცხადებები   საჯარო შესყიდვების სფეროში კორუფციული რისკების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
29.10.2019
  
 
img.jpg






















მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს  საჯარო შესყიდვების სფეროში კორუფციული რისკების შემცირებასთან დაკავშირებული ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიება ევროკავშირის ტვინინგის პროექტის “საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გაძლიერება” ფარგლებში გაიმართა და  მიზნად ისახავდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა მიერ დაინტერესებული ქართველი აუდიტორიისთვის ინფორმაციის გაზიარებას სახელმწიფო შესყიდვების სფეროში კორუფციის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ არსებული საერთაშორისო თუ ევროპული საუკეთესო მექანიზმებისა და პრაქტიკის შესახებ. ღონისძიებას უძღვებოდნენ ევროკავშირის მაღალი რანგის ექსპერტები და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე, ხოლო სემინარში მონაწილეობა მიიღეს  საქართველოს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებმა.
„ევროკავშირის ქვეყნებიდან ასევე აშშ-დან, ჩამოსული არიან ექსპერტები, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ. ჩვენი მხრიდან სერიოზული ღონისძიებებია ამ კუთხით გატარებული. ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გადავწყვიტეთ ანტიკორუფციული კუთხით, მოხდა მონაცემების დახურვა ტენდერის მიმდინარეობის პერიოდში, ასევე მინიმუმამდე იქნა დაყვანილი სისტემაში ადამიანური ფაქტორის ჩარევა. სისტემა მაქსიმალურად გამჭვირვალეა“, - განაცხადა ლევან რაზმაძემ.