სიახლეები/განცხადებები   შემსყიდველი ორგანიზაციების საყურადღებოდ!
05.11.2019
  
 
გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 29 აგვისტოს N446 დადგენილების საფუძველზე, 2020 წლის განმავლობაში ნავთობპროდუქციისა (საწვავის) და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებას.
კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვის, ჩატარებისა და შემდგომი ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს წინამოსამზადებელი სამუშაოები ზემოაღნიშნული შესყიდვის ობიექტების ზუსტი რაოდენობების განსაზღვრისა და შემსყიდველი ორგანიზაციების მოთხოვნათა აგრეგირების მიზნით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კონსოლიდირებული ტენდერების დაგეგმვისა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოების მიზნით, გთხოვთ, არაუგვიანეს 2019 წლის 10 ნოემბრის ჩათვლით, წარმოადგინოთ 2020 წლის განმავლობაში შესასყიდი ნავთობპროდუქციის (საწვავის) რაოდენობრივი გეგმები კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის მეშვეობით (ctd.spa.ge), ხოლო არაუგვიანეს 2019 წლის 12 ნოემბრის ჩათვლით, ელექტრონული ფოსტის carinsurance2019@spa.gov.ge საშუალებით, მოგვაწოდოთ ინფორმაცია თანდართული ცხრილის სახით, თქვენი ორგანიზაციის ბალანსზე არსებული (რიცხული), 2020 წლის განმავლობაში დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ. გთხოვთ, იხ. ბმული...
ასევე, დამატებით გაცნობებთ, რომ 2020 წლის განმავლობაში შესასყიდი საბეჭდი ქაღალდის, სტანდარტული კომპიუტერების, უწყვეტი კვების წყაროების, პრინტერებისა და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯების შესახებ წარმოსადგენი გეგმების ვადა გახანგრძლივდა 1 (ერთი) სამუშაო დღით და განისაზღრა 2019 წლის 6 ნოემბრის ჩათვლით.
გთხოვთ, მაღალი პასუხისმგებლობით მოეკიდოთ კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის მოთხოვნას მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტის თაობაზე და მითითებულ ვადაში წარმოადგინოთ, როგორც რაოდენობრივი გეგმები, ასევე, სათანადოდ შეავსოთ Excel-ის ფორმატით მოცემული ცხრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია რომელიმე შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნა ვერ იქნეს გათვალისწინებული კონსოლიდირებული ტენდერების საორიენტაციო რაოდენობებში.