სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – შპს „არტ ბილდინგ“
31.01.2020
  
 
საჯარო შეტყობინება – შპს „არტ ბილდინგ“

შპს „არტ ბილდინგ“
ს/ნ: 400090254


სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2019 წლის 18 დეკემბერს წარმოდგენილ იქნა სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ 2019 წლის 18 დეკემბრის №MES71901726967 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის №13790), რომლითაც სააგენტოს ეცნობა შპს „არტ ბილდინგის“ (ს/ნ: 400090254) მიერ NAT180006466 ელექტრონული ტენდერის საშუალებით დადებული 2018 წლის 3 აგვისტოს №32070201/03/110 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8, ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.