სიახლეები/განცხადებები   ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, შესყიდვების სააგენტო რეფორმირების პროცესს წარმატებით აგრძელებს
12.02.2020
  
 
eu5.jpg
ევროკომისიამ საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების შესრულების ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების წარმატებით შესრულებას, რომელიც შეეხება საქართველოს საჯარო შესყიდვების სისტემის ევროკავშირის შესყიდვების ნორმებთან და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებთან საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და პრაქტიკულ დაახლოებას. აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის ადმინისტრაციული ორგანოს ინსტიტუციურ რეფორმირებას. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და უახლოეს დღეებში გადაიგზავნება საქართველოს პარლამენტში განსახილველად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო აქტიურ რეფორმებს სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდგომი სრულყოფის მიზნით მომავალშიც გააგრძელებს.