სიახლეები/განცხადებები   თემაზე „გამჭვირვალე და ეფექტური საჯარო შესყიდვები“ სემინარი გაიმართა
18.02.2020
  
 
IMG_2093.JPG


თემაზე „გამჭვირვალე და ეფექტური საჯარო შესყიდვები“ სემინარი გაიმართა
 
მიმდინარე წლის 12-13 თებერვალს გაიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა, აშშ-ს საელჩოსა  და აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის, კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის მიერ ორგანიზებული სემინარი თემაზე: „გამჭვირვალე და ეფექტური საჯარო შესყიდვები“.
სემინარზე მოწვეულნი იყვნენ აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის წამყვანი ექსპერტები. სემინარს ესწრებოდნენ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და  მსხვილი შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლები. ამერიკელმა ექსპერტებმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება ამერიკის საჯარო შესყიდვების სფეროში დამკვიდრებულ საუკეთესო პრაქტიკაზე, საჯარო შესყიდვებში საუკეთესო წინადადების შერჩევის კრიტერიუმებსა და სასიცოცხლო ციკლის დანახარჯების პრინციპის გამოყენებაზე. სემინარის დასრულების შემდეგ გაიმართა ორმხრივი შეხვედრა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და აშშ-ს კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა ისაუბრეს მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე. აშშ-ს ვაჭრობის დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის წარმომადგენლების მხრიდან კვლავაც გამოითქვა მზადყოფნა, მხარდაჭერა გაუწიონ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დაგეგმილი რეფორმების განხორციელებაში.