სიახლეები/განცხადებები   საჯარო შეტყობინება – ი.მ. ნიკა გოდიშვილი
14.04.2020
  
 
ი.მ. ნიკა გოდიშვილი

პირადი №01004002180

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში 2020 წლის 23 მარტს წარმოდგენილ იქნა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 23 მარტის № 07/5635 წერილობითი შეტყობინება (რეგისტრაციის № 3476), რომლითაც სააგენტოს ეცნობა ი.მ. ნიკა გოდიშვილის (პირადი № 01004002180) მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით დადებული 2019 წლის 12 აგვისტოს № 319 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით (CMR190139769) ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულების თაობაზე.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის № 19 ბრძანებით დამტკიცებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გთხოვთ წარმოადგინოთ სააგენტოში თქვენი განმარტება ზემოხსენებულ შესყიდვასთან დაკავშირებით და შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინამდებარე შეტყობინების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში.

განმარტება შესაძლებელია წარმოდგენილ იქნეს მისამართზე – ქ. თბილისი 0113, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე – info@procurement.gov.ge.