სიახლეები/განცხადებები   სახელმწიფო შემსყიდველთა საყურადღებოდ!
02.03.2021
  
 
გაცნობებთ, რომ „კოვიდ-19“ ის პანდემიით გამოწვეული შედეგებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული ტექნიკის ერთეულის ფასები და წარმოება-მიწოდების ვადები.  აღნიშნულის გათვალისწინებით გთხოვთ, CTD მოდულის მეშვეობით, კომპიუტერულ ტექნიკაზე (პერსონალური და პორტაბელური კომპიუტერები, უწყვეტი კვების წყაროები, A4 ფორმატის მრავალფუნქციური შავ-თეთრი ლაზერული პრინტერები და მათთვის განკუთვნილი კარტრიჯები) მოთხოვნები წარმოგვიდგინოთ მხოლოდ 2021 წლისთვის საჭირო კრიტიკულად აუცილებელ მინიმალურ რაოდენობებზე (რომლის გარეშეც შესაძლებელია საფრთხე შეექმნას თქვენი ორგანიზაციის გამართულ ფუნქციონირებას) არაუგვიანეს 2021 წლის 10 მარტისა.